კომპანია ლუკაჩო

ჩვენს შესახებ

კომპანია “ლუკაჩო” დაარსდა 1995 წელს. მან თავისი საქმიანობა საოფისე ავეჯის წარმოებით დაიწყო. ის იყო პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც მომხმარებლებს თავისივე საამქროებში დამზადებული სამზარეულოს თავები  შესთავაზა.

ამჟამად კომპანია “ლუკაჩო” მომხმარებელს სთავაზობს ბამბუკისგან დამზადებულ ფანჩატურებს, ავეჯს (სამეულები, საწოლები, მაგიდა და სკამები, საქანელები) და საყოფაცხოვრებო თუ საოფისე დანიშნულების დეკორატიულ ნივთებს.  საავეჯე ბამბუკი ძირითადად მზადდება, სქელკედლიანი მოსოს ჯიშის ბამბუკისგან, ის მუშავდება თერმულად, (ხდება მისი გამოხარშვა.) შესაძლებელია დამუშავებული ბამბუკის ჯოხების შეძენაც.  კომპანია უკვე წლებია წარმატებით ახორციელებს ბამბუკის ექსპორტს სხვადასხვა ქვეყნებში (სასომხეთი,აზერბაიჯანი, უკრაინა, ისრაელი, საფრანგეთი, თურქეთი და შვეიცარია).

გარდა ამისა, ჩვენ ვაწარმოებთ საერთაშორისო სტანდარტების მრავალი დასახელების ხის საქონელს: თანამედროვე საოჯახო, საოფისე და სასტუმრო ავეჯი, სამზარეულოები, მხატვრული ავეჯი, ხის კარ – ფანჯარა, თანამედროვე სტილის მსუბუქი შიდა კარებები ე. წ. “ამერიკული კარებები”, სამზარეულო და სხვა სახის ავეჯი შეღებილი ფასადებით.

ჩვენთან წარმოებული პროდუქცია მაღალი ხარისხისა და მომსახურების დონეს განაპირობებს. მუშაობა ხდება მაღალი კლასის იტალიური, გერმანული, რუსული დანადგარებთ. კომპანიაში დასაქმებული არიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები, რომლებიც დროის მოკლე მონაკვეთში ამზადებენ   ეკოლოგიურად სუფთა საქონელს. ჩვენი მთავარი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ ხარისხიანი პროდუქცია მისაღებ ფასად.